შემადგენლობა:
- პიცის მზა ცომი
- 3 ს.კ კეტჩუპი
- 4 ს.კ ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
- პილპილი
- 250 გ უმარილო სულგუნი
- 150 გ ჰოლანდიური ყველი
- 100 გ მლაშე ყველი
- რეჰანის რამდენიმე ფოთოლი
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
ფორმას წაუსვით ცხიმი. პიცის ცომი თხლად გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.შეურიეთ ერთმანეთს კეტჩუპი, 2ს.კ ზეითუნის ზეთი და წაუსვით ცომს. სულგუნი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჰოლანდიური ყველი- კუბიკებად, მლაშე ყველი და გახეხეთ.ცომზე გაანაწილეთ სულგუნი და ჰოლანდიური ყველი. მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი და ბოლოს მლაშე ყველი.აცხვეთ 20 წთ. გამოიღეთ, დაჭერით და მორთეთ რეჰანის ფოთლებით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სენდვიჩის პური ( ვიდეო) |