შემადგენლობა:
- 300 გრ ხაჭო
- 180 გრ პურის ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ/კ მარილი
- 80 გრ შაქარი
- 30 გრ კარაქი
- 240 გრ არაჟანი
მომზადება:
ხაჭო გაატარეთ სახეხში, შეურიეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი, შაქარი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი გააბრტყელეთ 0,5-0,8 მმ სისქეზე, დაჭერით ჯერ 25 მმ სიგანის ზოლებად, შემდეგ კი – კვადრატებად, რომბებად ან სხვა სახის ფორმებად. დაჭრილი ცომი ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 4-5 წთ. ამოტივტივებისთანავე ამოიღეთ ქაფქირით, დააწყვეთ ლანგარზე და წაუსვით კარაქი.სუფრაზე მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტკბილი პიცა კარამელით |