შემადგენლობა:
- 250 გ ფქვილი
- 150 გ დარბილებული კარაქი
- მარილი
- 4 ს.კ არაჟანი
- 1 ქილა დაკონსერვებული ოსპი
- 4 პომიდორი
- ოხრახუში გემოვნებით
- პილპილი
- 4 ს.კ ტომატი
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
გაცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი.ფქვილის, კარაქის, 1 ჩ.კ მარილისა და არაჟნისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და ფორმაში ხელით ისე გააბრტყელეთ, რომ გაუკეთდეს 1-2 სმ სიმაღლის გვერდები. ოსპი დაყარეთ საწურზე. პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით. გარეცხეთ ხახვი, ოხრახუში და წვრილად დაჭერით.აურიეთ ერთმანეთში ოსპი, პომდორი, ხახვი, ოხრახუში, მარილი, პილპილი და 100 მლ თბილ წყალში გახსნილი ტომატი. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ცომზე. აცხვეთ 55 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
პიცა კარტოფილით |