შემადგენლობა:
- 400 გრ მაწონი
- 200 გრ კარაქი
- 1ჩ.კ სოდა
- 1ჩ.კ ძმარი
- 2-3 ჭიქა ფქვილი
- 200 გრ ჯინჭარი
- 250 გრ ყველი
- 1ს.კ ერბო
- 100 გრ ხაჭო
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ჯინჭარი უნდა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. წვრილად დავჭრათ და გავწუროთ. კარგად უნდა გაიწუროს, რომ სიმწარე გაუვიდეს. ცოტა მარილსაც დავამატევთ. ჯამში ჩავყრით და გახეხილ ყველს დავაყრით. გამდნარ ერბოს და ხაჭოსაც შევურევთ და შიგთავსი უკვე მზად არის. რაც შეეხება ცომს, მაწონში სოდასა და ძმარს გავხსნით. ძალიან ცოტა მარილს ჩავაყრით და ფქვილს შევაზელთ. ცომი კარგად რომ მოიზილება, ტაფაზე გავაბრტყელებთ და შიგთავსს ჩავუდებთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი მხლოვანი გამოდის.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მხლოვანა |