შემადგენლობა:
- 6 ნაჭერი ჭვავის პური
- 100 გ კარაქი
- 100 გ სარდელი
- 100 გ მოხარშული ძეხვი
- 50 გ შებოლილი ღორის ხორცი
- 2 ც კვერცხი
- მარილი და შავი პილპილი გემოვენბით
- ოხრახუში მოსართავად
მომზადება:
პურის ნაჭრები დაბრაწეთ კარაქში.
სარდელი, ძეხვი და შებოლილი ღორის ხორცი დაჭერით გრძლად.
კვერცხს მოაყარეთ მარილი, პილპილი და ათქვიფეთ. პურის ნაჭრები მოათავსეთ
ცხიმწასმულ ტაფაზე, ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი ხორცის პროდუქტები,
მოასხით ათქვეფილი კვერცხი, დააფარეთ თავსახური და შეწვით ნელ ცეცხლზე.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ოხრახუშით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
პასკა შოკოლადით |