strong>შემადგენლობა:
- 2 1/4 ს.კ საფუარი
- 2 ს.კ მარილი
- 2 ს.კ შაქარი
- 1 1/4 ჭიქა თბილი წყალი
- 3 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1 ც კვერცხი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა რძის ფხვნილი
- 1 /4 ჭიქა შაქარი
- 2 ს.კ დარიჩინი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- 2 ს.კ კარაქი
მომზადება:
ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,შაქარი,რძის ფხვნილი,კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ თბილ წყალში არეული საფუარი,კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული ცომი ჩავდოთ ზეთ მოსმულ ჯამში და ვაცადოთ ამოსვლა,. როცა ცომი ამოფუვდება გადმოვიტანოთ ფქვილიან ზედაპირზე, გავაბრტყელოთ, მოვუსვათ კარაქი, შემდეგ მოვაყაროთ დარიჩინი და შაქარი და ქიშმიში,გადავახვიოთ რულეტისებურად, თავები მოვუკრათ და საცხობ ფორმაში ჩავდოთ. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შვრიის ფუნთუშები |