Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

ისპანახის ღვეზელი

$
0
0

ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ..! 

შემადგენლობა:

  • ფენოვანი ცომი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1/8 ჭიქა ნედლი თხილი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ შავი ფილფილი
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 50 გრ. პარმეზანის ყველი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მშრალი ყველით)
  • 200 გრ ხაჭო
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 შეკვრა ისპანახი
  • 3 ცალი კვერცხი

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

1.დაჭრილი ხახვი და ნიორი მოთუშეთ ზეთში 4-5 წუთი დაბალ ცეცხლზე. ჯამში აურიეთ ხაჭო , გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და თხილი დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი და მოურიეთ. ისპანახი დაჭერით და ხახვისა და ნივრის მასასთან ერთად დაუმატეთ ხაჭოს მასას. აურიეთ ერთმანეთში გარგად.

2. ხის დაფაზე დააყარეთ ცოტა ფქვილი და გააპრტყელეთ  ცომი. გამოსაცხობ ტაფაში ჩააფინეთ ცომი და მოათავსეთ მიღებული მასა. შეახვიეთ (დაფარეთ) ცომით და წაუსვით ათქვეფილი კვერცხის მასა. დაახლოებით 45 წუთში გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილების შემდგომ დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

maxresdefault ფუნთუშა

Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>