შემადგენლობა:
- ჭიქა – ნახევარი შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- 200 გრ მარგარინი
- 1 შეკვრა კაკაო
- 2 ს.კ თაფლი
- 1 შეკვრა ვანილი
- 1 ჩ.კ სოდა
- 6 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
შაქარისა და წყლისგან ვაკეთებთ სიროფს. წამოდუღებულ სიროფში ჩავაგდებთ მარგარინს. ამაშივე შევურევთ თაფლს, ვანილს, ცოტა მარილსა და სოდას. ამ ყველაფერში ვურევთ ფქვილს,კაკაოს, ისე რომ მასა გამოვიდეს სქელი, რათა სასურველი ფორმების მიხედვით დაიჭრას. დაჭრილ ფორმებს ვალაგებთ ტაფაზე და ღუმელში ვდებთ 180 გრადუზე 15 წუთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნიგვზიანი ბურთულები |