შაქრის ორცხობილები, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია !
შემადგენლობა:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/4 ს.კ მარილი
- 3/4 ჭიქა კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ც კვერცხი
- 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი,კარგად ავთქვიფოთ.
ბოლოს დავამატოთ ფქვილი,მარილი და გამაფხვიერებელი, კარგად ავთქვიფოთ. მიღებულ მასას
შემოვახვიოთ კულინარიული ცელოფანი და შევდოთ ერთი საათით მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ
გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. გადავიტანოთ
საცხობ ფორმებში, შევდოთ ღუმელში 375 გრადუსზე 8-10 წუთი და როცა გამოცხვება გააფორმეთ
გემოვნების მიხედვით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბერძნული პონჩიკი |