შემადგენლობა:
ცომი:
- 0.5 ჭიქა მაიონეზი
- 7 სავსე ს.კ ფქვილი
- 2 ც კვერცხი
- 0.5 ჭიქა წყალი
- მწიკვი მარილი
გულსართი :
- 200 გრ ქათმის ფილე
- 300 გრ კარტოფილი
- 150 გრ გახეხილი ყველი
- 1 ს.კ კარაქი
- მარილი
მომზადება:
ქათმის ხორცი 5 წუთის განამვლობაში ვადუღოთ და გადავწუროთ, კარტოფლის გავფცქვანათ, მარილიან წყალში 10 წუთი ვადუღოთ და გადავწუროთ. ქათმის ხორცი და კარტოფილი პატარა ზომის კუბიკებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ყველი. კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაიონეზი, წყალი და ფქვილი. უნდა მივიღოთ არაჟნის სისქის მასის ცომ. ფორმას წავუსვათ კარაქი და ცომის ნახევარი ჩავასხათ. ზედ გადავანაწილოთ გულსართი და კვლავ ცომი დავასხათ. ზემოდან ლამაზად მოვასწოროთ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 35- 40 წუთის განმავლობაში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბოსტნეულის ჩანთები |