Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1448 articles
Browse latest View live

ნაზუქი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ლ რძე
  • 50 გრ საფუარი
  • 10 ც კვერცხი
  • 300 გრ ერბო
  • 2 ჩ.კ დანაყილი დარიჩინი
  • 2ჩ.კ დანაყილი მიხაკი
  • პურის ფქვილი-რამდენისც დასჭირდება

მომზადება:

2 ჩ.ჭ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ჩავყაროთ ცოტა ფქვილი. 2-3 საათის შემდეგ მოსაზელ ჭურჭელშიი ჩავყაროთ ფქვილი, გავაკეთოთ ღრმული და ჩავდოთ გაფუებულ რძიანი საფუარი. დავამატოთ კარგად გათქვეფილი კვერცხები,ერბო,დარიჩინი,მიხაკი, დავასხათ დარჩენილი რძე, და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. როცა ცომი კარგად გაფუვდება, გავაკეთოთ პატარ-პატარა კვერცხები, დავაწყოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

წაიკითხეთ სხვაც

kveri კვერი

ხაჭოს ვარენიკები

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ფქვილი
  • 2 კგ ხაჭო
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ წყალი
  • არაჟანი
  • მარილი

მომზადება:

ერთ ჭიქა წყალში ერთ კვერცხი გათქვფიეთ, ფქვილი ,მარილი ჩააყარეთ და მოზილეთ ცომი. ეს ცომი ძალინა გაათხეთ. ხაჭოს კვერცხი აურიეთ. ცომი პატარებად დაჭერით., ზედ ცოტა ხაჭო დადეთ, პირევი შემოუკარით მაგრად, რომ არ დაიშალოს. ასე გააკეთეთ სანამ. ცომი არ გამოგელევათ. ეს ვარენიკებიადუღებულ  წყალში ჩაყარეთ. როცა მოიხარშება ამოიღეთ და მიირთვით არაჟანთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

ruxi puri რუხი პური

კუბდარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ფქვილი
  • 15-20 გ საფუარი
  • 120 მლ თბილი რძე ან წყალი
  • 50 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 500 გ ძროხის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 ჩ.კ ძირა
  • 2 ჩ.კ ბეგქონდარა
  • მარილი,შავი პილპილი, წითელი წიწაკა- გემოვნებით
  • 50 გ კარაქი ზემოდან წასასმელად

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები : ხორცი, ხახვი, სანელებლები. ხორცის ნაჭრები ძალიან წვრილად დაკეპეთ. წვრილად დაჭერით ხახვიც. ხორცს მოაყარეთ მარილი და სანელებლები. ცომი ისევე მოზილეთ, როგორც ხაჭაპურიდ ცომი. დაკეპილ ხორცს დაუამტეთ ხახვი, ზეთი და ხელით კარგად აზილეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ასე ხორცი რბილდება და სანელებლებით ჯერდება. ცომი გუნდებად დაყავით და გააბრტყელეთ. თითოეულ ფირფიტაზე ხორცის ფარში მოათავსეთ. კუბდარს პირი მოუკარით. კუბდარი ჯერ ხელით,შემდეგ ცომის საგლინველათი გააბრტყელეთ. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

DSC04161 მობრაწულა შებოლილი ლორით

აჭარული ხაჭაპური

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ფქვილი
  • 15-20 გ მშრალი საფუარი
  • 120 მლ თბილი რძე ან წყალი
  • 50 მლ ზეთი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 4 ვ კვერცი
  • 1200 გ გახეხილი ყველი
  • 70 გრ კარაქი

მომზადება:

თასში ჩაასხით თბილი რძე და საფუარი დაუმატეთ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მარილი და მოზილეთ ნაზი ცომი.  თასს ტილო გადააფარეთ და ცომი ასაფუებლად თბილ ადგილას დადგით. როდესაც ცომი აფუვდება,ხელები ზეთით ოდნავ დაისველეთ და ჩაზილეთ. ასე ცომი ჟანგბადით მდიდრდება და უფრო ფაფუკი ხდება. აფუებული ცომი დაახლოებით 300 გრამიან გუნდებად დაყავით. თითოეული გუნდა ცომის საგლინველათი გააბრტყელეთ.  გვერდებზე მცირე რაოდენობით ყველი მოათავსეთ. ცომი ორივე მხრიდან შუაგულისკენ გადმოახვიეთ. ბოლოები კარგად შეუკარით. გულში მოათავსეთ ყველი, გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ.

წაიკითხეთ სხვაც

safirmo xachapuri საფირმო ხაჭაპური

შვრიის პური ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა საფუარი
  • 2 ს,.კ მარილი
  • ¼ ჭიქა თაფლი
  • 3ს.კ გამდნარი კარაქი
  • 1/3 ჭიქა თბილი წყალი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შვრია
  • 1/3 ჭიქა რძის ფხვნილი

მომზადება:

თბილ წყალში ჩავასხათ თაფლი, გამდნარი კარაქი და საფუარი, ავურიოთ კარგად. ფქვილში ავურიოთ შვრია, მარილი და რძის ფხვნილი.  შემდეგ დავასხათ საფუვრიანი მასა და ავთქვიფოთ კარგად. მიღებული ხომი გადავზილოთ ზეთით და ჩავდოთ ჯამში ასაფუებლად. როცა აფუვდება გადმოვიღოთ,  გადავახვიოთ, მივრცოთ მოგრძო ფორმა და ჩავდოთ საცხობ ფირფიტაში.

წაიკითხეთ სხვაც

Limonis pudingi ლიმონის პუდინგი

ღვეზელის ფირფიტის ცომი

$
0
0

ღვეზელის ფირფიტის ცომი

შემადგენლობა:

  • 400 გ ფქვილი
  • ¼ ჩ.კ მარილი
  • 250 გ კარაქი
  • 250 გ კარაქი
  • 90-120 მლ ცივი წყალი
  • 1ს.კ ღვინის ძმარი

მომზადება:

ფქვილი  და მარილი კომბაინში მოათავსეთ და შეურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და კარგად ათქვფიეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. დაუმატეთ 6ს.კ წყალი და ღვინის ძმარი და 5-6 წუთის განამვლობაში თქვიფეთ. ცომი თითებით ასრისეთ, თუ საკმარისად შეკრული არ არის, დაუმატეთ ერთი ს.კ წყალი. 2-3 წუთი ურიეთ და სივ გასინჯეთ. გამზადებული ცომი  ფხვიერი უნდა იყოს.  ცომი გააბრტეყელთ და  გამჭირვალე ცელოფანში შეფუთეთ. მაცივარში შედგით სულ მცირე, 1 საათით. ცომს ცელოფანი მოხსენით, გაყავით ორ ნაწილად( ორფენიანი ღვეზელისთვის) ან ორ მესამედ და ერთ მესამედ ნაწილებად ზედაპირის გასაფორმებლად. ცომის ნაწილი  გრილ სამუშაო ზედპირზე გააბრტყელეთ მრგვლად : სისქე- 3 მმ, დიამეტრი – 33 სმ. სწრაფად იმუშავეთ,, რომ ცომი ძალიან არ დარბილედეს. შუაგულიდან თუ გააბრტყელებთ, სადაც ცომი უფრო სქელია, სწორი ზედაპირი ადვილად გამოგივათ. დარცენილი ცომი ცელოფანში ხელახლა შუფუთეთ და გამოყენება,დე მაცივარში დააბრუნეთ. ცომი საგლინველაზე გადაფინეთ და ფორმაში ჩადეთ.ზედაპირი და კიდეები ფრთხილად მოასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს. ზემოდან სნაგლინველა გადაატარეთ. ცელოფანი დააფარეთ და ნახევარი საათით მაცივარში შედგით. გულსართი გემოვენბის მიხედვით მოამზადეთ.ორფენოვანი ღვეზელისთვის-ცომის დარჩენილ ნაწილს ცელოფანი მოხსენით, გააბრტყელეთ 33 სმ სიამეტრის წრე. ფორმაში ჩადებულ გულსართს დააფარეთ, კიდეები შეაერთეთ. ღვეზლის გასაფორმებლად ფარჩენილ ცომს ცელოფანი მოხსენით. დაახლოებით 28/30 სმ-ზე გააბრტყელეთ და ოვალური ფორმა მიეცით. ცომის საჭრელი გორგოლაჭით 2ს.კ-ის სიგანის ზოლები დაჭერით. ზოლების ნახევარი გულსართზე ერთი იმართულებით მოათავსეთ,დანარჩენი ზემოდან ჯვარედიდან დააფინეთ. ზოლები ზედაპირზე ბოლომდე ისე დააწყვეთ, რომ ცომის კიდეები ფორმიდან დაახლოებით 1სმ-ზე გადმოვიდეს. წყლით დანამეთ და ქვემოდან ამოკეცეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Pene satseblit პენე საწებლით

ტარტის ცომი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ ფქვილი
  • 65 გ შაქრის ფხვილი
  • 1/4 ჩ.კ მარილი
  • 150 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 2ს.კ  ნაღები

მომზადება:

ფქვილი,შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუამეთ კარაქი და სწრაფად ურეით,სნაამ მასა ფხვიერი გახდება. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება. ცომი მოათავსეთ გამჭირვალე ცელოფანში,18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით, ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითათ,მარმარილოს დაფაზე მოატვსეთ, რაც  ცომს სწრაფად დარბილების საშუალებს   არ მისცემს. ცომს იორვიე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამნეტის  ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე,33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამგრდეს. ცომია ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენი მოსახსნელად,ცომის ქვეშ გაატარეთ.ცომი ფორმაში ფრთხილად მოატავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალ;ოტს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივეთ.  ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის  ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით. 5 წთ0ის განმავლბოაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსმზე დაუწიეთ და კიდევ 5-10 წთ-ით დაოტვეთ, ვიდრე ფირფიტა გამგრდება და მოავავისფრო-ოქროსფერს მიიღებს. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. ის უკვე შეგიძლიათ მირთვათ ან ზემოდან სასურველი მასა წაუსვათ და ცხობა განაგრძოთ.

წაიკითხეთ სხვაც

Blinebi Sokoti ბლინები სოკოს გულსართით

კარტოფილის ღვეზელი

$
0
0

მომზადება:

მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და გავატაროთ ხორსაკეპ მანქანაში, დაუმატოთ ზეთში მოშუშული ხახვი, მარილი, შავი წიწაკა,კამა. საფუარით მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ და ჭიქით დავჭრათ, კიდევ გავაბრტყელოთ, ჩავრთოთ შიგ პიურე და თავი მოცუკრათ, ტაფაზე დავასხათ ზეთი და წამოვადუღოთ, შემდეგ ჩავაწყოთ ღვეზელი და შვწვათ ორივე მზრიდან.


ლობიანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ცომი ( სტანდარტული, საფუვრიანი)
  • 1 შეკვრა მარგარინი
  • 1 კგ ლობიო
  • პილპილი და მარილი გემოვენბით

მომზადება:

ლობიოს მოვხარშავთ და პილპილთან და მარილთან ერთად ვთქვიფავთ. ცომს კარგად გავაბრტყელებთ, მარგარინს წავუსვამთ და გადავზილავთ. ამ პროცედურას დაახლოებით შვიდჯერ ვიმეორებთ.  ბოლოს კი მომზადებულ ცომს კარგად გავაბრტყელებთ ისე, რომ საკმაოდ თხელი იყოს. შემდეგ ჩავდოთ ლობიოს მასა და ცომი შევკრათ. შემდეგ გავაბრტყელოთ და გაზქურაში შევდოთ და გამოვაცხოთ 120 გრადუსზე.

წაიკითხეთ სხვაც

Sokos Supi სოკოს სუპი

ფუნთუშები

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 2ს.კ შაქარი
  • 1 ჩ.ჭ კეფირი
  • 3ჩ.ჭ ხორბლის ფქვილი
  • 30 გ ცომის საფხვიერებელი
  • ზეთი შესაწვავად
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, სეურიეთ  კეფირი, ფქვილი, რომელშიც შერეულია ცომის საფხვიერებელი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სუფრის კოვზით ცომისგან გააკეთეთ ბურთულები და შეწვით ფრის შესაწვავ სპეციალუ ქვაბში. ფუნთუშები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად და მოააყრეთ შაქრის პუდრა.

წაიკითხეთ სხვაც

Sokoladis namcxvari შოკოლადის ნამცხვარი

სიმინდის პური ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა სიმინდის ფხვნილი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 3ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 2 ც კვერცხი

მომზადება:

ტაფა დავდოთ ცეცხლზე და გავაცხელოთ. ცალკე ჯმაში ჩავყაროთ ფქვილი,სიმინდის ფხვნილი,შაქარი,მარილი და გამაფქვიერებელი.

ავურიოთ კარგად.

ცალკე აეღთად ავთქვფიოთ რძეში არეული კარაქი,გამდნარი კარაქი, კვერცხი და თბილი რძე.  ეს მასა სევურიოთ ფქვილიან მასას და ავთქვფიოთ . ტაფაზე  დავასხათ ზეთი და შემდეგ ეს მასა, შევდოთ ღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განამვლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

vafli ვაფლი მწვანილით

კარტოფილის ბლინები

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  1 კგ კარტოფილი
  • 200 გ კარაქი
  • 300 გ პურის ფქვილი
  • 1/5 ჩ.კ სასმელი სოდა
  • 2 ჩ.ჭ მაწონი
  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ არაჟანი
  •  100 გ შაქარი
  •  მარილი გემოვნებით

მომზადება: 

კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ და გავატაროთ სახერში. დავუმატოთ თეთრი ფქვილი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გული, მარილი, სოდა და ბოლოს ამავე კვერცხების მაგრად ათქვეფილი ცილა. როცა შევამჩნევთ, რომ ცომი ამოდის, დავიწყოთ ბლინების ცხობა. ამ ბლინებთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კააქი ან არაჟანი შაქრით.

წაიკითხეთ სხვაც

satacuris mobrawula სატაცურის მობრაწულა

ხინკალი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გრ ძროხისა და 100 გრ  ღორის რბილი, ცხიმიანი ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა ქინძი
  • დაფქული შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება:

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხორცი, ხახვი და მწვანილები, შეურიეთ იმდენი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი, დაამატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით

ცომი:

1 ლიტრ წყალში გახსენით მარილი, 1 ცალი კვერცხი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი გააჩერეთ მცირე ხნით.. შემდეგ გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაჭერით წრის ფორმის ხის საჭრელით. თითოეული ნაჭერი კიდევ გააბრტყელეთ.  გაბრტყელების დროს ცომს ნუ მოაყრით ზედმეტ ფქვილს და ნურც დიდხანს გააჩერებთ, რადგან გამოშრება და ვერ მოახვევთ.

ცომის თითოეულ წრეზე დადეთ ერთი კოვზი ხორცის ნაზავი და მოახვიეთ.  მოხვეული ხინკალი სათითაოდ ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში ( წყალი ოდნავ მლაშე უნდა იყოს), ჩაყრას რომ დაასრულებთმ ქვაბს ყურებში მოჰკიდეთ ხელი და ამოძრავეთ ფრთხილად, რათა ხინკალი არ მიეკრას ძირს. ხინკალი წყლის ზედაპირზე რომ ამოტივტივდება, ადუღეთ 5-7 წუთი, ამოიღეთ ქაფქირით გაშლილ ლანგარზე, ისე რომ ერთმანეთზე არ დაალაგოთ.

გაითვალსიწინეთ, რომ მოხვეულ ხინკალს დიდხანს ვერ გააჩერებთ-ხორცის წვენი დაარბილებს და დაიშლება, ამიტომ წყლის ადუღება და ხინკლის მოხვევა სინქრონულად უნდა მოხდეს.  შესაძლებელია, მოხვეული ხინკალი შეინახოთ მაცივარში და სასურველ დროს მოხარშოთ.

ფუნთუშები ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ს.კ საფუარი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 3 ც კვერცხი გული

მომზადება:

ქვაბი დავდგათ ცეცხლზე, ჩავასხათ რძე და კარაქი,ვურიოთ მანამ, სანამ კარაქი არ გადნება, შემდეგ ჩავასხათ ჯამში. ჩავაყაროთ საფუარი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი,შაქარი,მარილი კვერცხის გულები და ავთქვიფოთ კარგად.  მიღებული ცომი დავამუშავოთ, შემდეგ ჩავდოთ ზეთმოსხმულ ჯამში და და ზევიდანაც მოვასხათ ცოტა ზეთი, გადავაფაროთ კულინარიული პარკი და ვაცადოთ სანამ ამოფუვდება,  ცომი გადმოვიღოთ დავამუშავთ, პატარა მრგვალი გუნდეიბ გავაკეთოთ და დავდოთ საცხობ ფირფიტაზე,

შევდოთ საცხობ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განამვლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

sokos namxvari სოკოს ნამცხვარი

შუმაში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ფენოვანი ცომი
  • 300 გრ გოგრის რბილობი
  • 3 თავი ხახვი
  • 700 გრ ღორისა და საქონლის ნარევი ფარში
  • მარილი, შაქარი, შავი პილპილი – გემოვნებით
  • ცოტა ფქვილი

მომზადება:

გოგრა მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, მსუბუქად გავწუროთ, დავუმატოთ ცოტა შაქარი. ხორცის ფარშს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად და დავყოთ ულუფებად. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, დავჭრათ კვადრატებად, ზედ მოვათავსოთ გულსართი და კონვერტივით შევკრათ. ზემოდან წავუსვათ კვერცხი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და     20-25 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

წაიკითხეთ სხვაც

yveliani burgeri ყველიანი ბურგერი

კარტოფილის ალადები

$
0
0

შემადგენლობა:

  • კარტოფილი – 0,5 კგ.
  • საფუარი – 25 გ.
  • მარილი – გემოვნებით
  • ფქვილი – 0,5 ჭიქა

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ და სწრაფად გახეხეთ სახეხზე, რომ არ გაშავდეს. მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ფქვილი. ყველაფერს კარგად მოურიეთ და დადგით თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. შემდეგ გამოაცხვეთ ზეთმოსხმულ ტაფაზე, კოვზით ამოიღეთ ცომი და ჩვეულებრივ, მოათავსეთ ტაფაზე.

წაიკითხეთ სხვაც

charxali tyemalshi ჭარხალი ტყემალში

ხაჭოს პელმენი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  1 კგ ფქვილი
  • 2 კგ ხაჭო
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ წყალი
  • არაჟანი
  • მარილი

მომზადება:

ერთ ჭიქა წყალში ერთ კვერცხი გათქვფიეთ, ფქვილი ,მარილი ჩააყარეთ და მოზილეთ ცომი. ეს ცომი ძალინა გაათხეთ. ხაჭოს კვერცხი აურიეთ. ცომი პატარებად დაჭერით., ზედ ცოტა ხაჭო დადეთ, პირევი შემოუკარით მაგრად, რომ არ დაიშალოს. ასე გააკეთეთ სანამ. ცომი არ გამოგელევათ. ეს ვარენიკებიადუღებულ  წყალში ჩაყარეთ. როცა მოიხარშება ამოიღეთ და მიირთვით არაჟანთან ერთად.

მხლოვანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გრ მაწონი
  • 200 გრ კარაქი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ ჯინჭარი
  • 250 გრ ყველი
  • 1ს.კ ერბო
  • 100 გრ ხაჭო
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ხალი  ჯინჭარი უნდა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. წვრილად დავჭღათ და გავწურავთ. კარგად უნდა გაიწუოს, რომ სიმწარე გაუვიდეს. ცოტა მარილსაც ჩავამატევთ. ჯამში ჩავყრით და გახეხილ ყველს დავაყრით. გამდნარ ერბოს და ხაჭოსაც შევურევთ და შიგთავსი უკვე მზად არის. რაც შეეხება ცომს, მაწონში სოდასა და ძმარს გავხსნით. ძალიან ცოტა მარილს ჩავაყრით და ფქვილს შევაზელთ. ცომი კარგად რომ მოიზილება, ტაფაზე გავაბრტყელებთ და შიგთავსს ჩავუდებთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი მხლოვანი გამოდის.

წაიკითხეთ სხვაც

DSC04161 მობრაწულა შებოლილი ლორით

პიცა პომიდორით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ ცომი
  • 2-3 ცალი საშუალო ზომის პამიდორი
  • კეტჩუპი
  • 50 გრ ყველი
  • ოხრახუში მოსართავად

მომზადება

ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფენად, ზემოდან წავუსვათ კეტჩუპი, დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგად  ჰაერღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

sokos namxvari სოკოს ნამცხვარი

თეთრი პური

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ლ ნელთბილი რძე
  • 1 ბრიკეტი საფუარი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 1 ს.კ მარილი
  • 1 კგ ფქვილი
  •  6ს.კ გამდნარი კარაქი
  • კარაქი ფორმისათვის

მომზადება:

  1. საფუარი და შაქარი გახსენით რძეში. შეურიეთ ერთმანეთს მარილი და გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუვიანი  რძე, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაუმატეთ კარაქი.
  2. ზილეთ 10 წთ. დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 30 წთ. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გადახილეთ, ჩადეთ ფორმაში, დააფარეთ და კვლავ დადგით 30 წთ.
  3. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. პურის ზედაპირი დანით სიგრძეზე ჩაჭერით და გადაუსვით ნელთბილი წყალი. აცხვეთ 60-70 წთ.
Viewing all 1448 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>