Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

ფენოვანი ხაჭაპური

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც კვერცხი
  • 1  ჩ.ჭ წყალი
  • 3 ს.კ ძმარი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 3ჩ.ჭ ფქვილი
  • 400 გრ მარგარინი
  • 1 კგ ყველი
  • 2-3 კვერცხი

მომზადება: 

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი,ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრ მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წთ. შემდეგ გამოვიღოთ. კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ  მარგარინის მეორე ნაწილი,  გადავკეცოთ  და კიდევ შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს პროცედურა გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ.

ფენოვანი ხაჭაპური
3.71 (74.29%) 7 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნიგვზიანი ლობიო

Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>