Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

სააღდგომო პასკა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 700 გრ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქრის ფხვნილი
  • 30 გრ საფუარი
  • 1/4 ჩ,კ მარილი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 30 გ ცუკატები
  • 30 გრ ნუში
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაამატეთ იმდენი ფქვილი,რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა, მოურიეთ, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას. კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. გულები გათქვიფეთ  გათეთრებამდე, 75 გრამ შაქართან ერთად. ცომს  დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, კვერცხის გულების მასა, ვანილი და მარილი, ასევე, გამდნარი ( მაგრამ არა ადუღებული) და შემდეგ შეგრილებული კარაქი. კვერცხის ცილა  კარგად გათქვიფეთ დანარჩენ შაქართან ერთად, ფრთხილად შეურიეთ მომზადებულ მასას, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით  თბილ ადგილზე დაახლოებით ერთი საათით. ცომი მოცულობით ორჯერ უნდა გაიზარდოს. კანგაცლილი, გათლილი ნუში, ცუკატები და ქიშმიში აურიეთ ცოტა ფქვილში და შეაზილეთ ცომს, შემდეგ ჩადეთ ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ და საფანელმოყრილ ფორმაში ისე, რომ ჭურჭლის ერთი მესამედი დაიკავოს და კიდევ დადეთ ასაფუებლად. კიდევ ერთ მესამედზე რომ ამოვა, ცომი  ერთხელ კიდევ ჩაზილეთ კოვზით, ცოტა ხანს გააჩერეთ, შედგით 150 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და გამოაცხვეთ. პასკა ფორმიდან ამოიღეთ შეგრილების შემდეგ. შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის მინანაქარით. გახსოვდეთ, ფორმაში მოთავსებული ცომი დიდხანს და ენერგიულად უნდა ზილოთ , კარგად რომ აფუვდეს.

სააღდგომო პასკა
4.35 (87.06%) 17 votes



წაიკითხეთ სხვაც

პოლონური ხაჭოს პასკა 1

Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>