შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/2 ლიტრი მაწონი
- 1 ჩ.კ სოდა
- ვანილი
- 1 ც ვაშლი-სურვილისამებრ
- ფქვილი
- მწიკვი-მარილი
მომზადება:
ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად. ნახევარ ლიტრა მაწონს დავამატოთ ერთი ჩ.კ
სოდა. ავურიოთ და ჩავასხათ კვერცხიან მასაში. შემდეგ დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი და იმდენი
ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მივიღოთ. კარგად ვურიოთ, ფქვილი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
ბოლოს სურვილისამებრ ჩავახეხოთ ერთი ცალი ვაშლი. ისევ ამოვურიოთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, ორივე
მხრიდან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სუპერ ბუტერბროდი |