Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

ჭვავის პური

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ჭიქა  ხორბლის  ფქვილი
  • 1 ჭიქა ჭვავის ფანტელი
  • 1 მუჭა გარჩეული გოგრის თესლი
  • 2 ს.კ სეზამის მარცვლები
  • 1 ჩ.კ მსხვილი მარილი
  • 1ჩ.კ შაქარი
  • 1.5 ჩ.კ საფუარი
  • 1.5 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:

ჭვავის და ფქვილის პროპორცია შეგვიძლია შევცვალოთ : ფქვილი შევამციროთ და იმავე რაოდენობით ჭვავი გავზარდოთ. ყველა მშრალი ინგრედიენტი მოვათავსოთ ჯამში და ავურიოთ.

დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. წყლის რაოდენობა შესაძლოა ოდნავ მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს, მაგრამ ცომი ძალიან რბილი და ფაფუკი არ უნდა იყოს.

კარგად მოვზილოთ , რომ ხელებზე და ჯამის კიდეებზე აღარ ეკრობოდეს. გადავფაროთ და დავდგათ ასაფუებლად.

აფუებული ცომი გადავზილოთ, ცოტა გავაბრტყელოთ, რულეტივით გადავახვიოთ. მართკუთხა ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავდოთ ცომი. კვლავ გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახლა ამოფუება.

ღუმელი გავახუროთ 240 გრადუსზე. შევდოთ პური და ცოტა წყალი შევასხუროთ. მაშინვე მივხუროთ კარი.

ვაცხოთ ასე დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ დავუწიოთ 170 გრადუსამდე და კიდევ 15-20 წუთი ვაცხოთ.

შეაფასეთ გვერდი




Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>