შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 100 გრ ფქვილი
- 100 გრ კეფირი
- სოდა-მწიკვით
- მარილი-გემოვნებით
გულსართისთვის:
- 75 გრ ხაჭო
- 1 ც კვერცხი
- 20 გრ კარაქი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კეფირი შევათბოთ, შევურიოთ ფქვილში, მოვაყაროთ მარილი, სოდა და მოვზილოთ ცომი. ხაჭო, კვერცხი
და მარილი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და მოვამზადოთ გულსართი. ცომი გავყოთ 200-300 გრამიან
გუნდებად, გავაბრტყელოთ,შუაში ჩავუდოთ ხაჭოს გულსართი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ.
გამოვაცხოთ ტაფაზე უცხიმოდ. როცა გამზადდება, მოვუსვათ კარაქი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ღვეზელი მარწყვის ჯემით |