შემადგენლობა:
- 1/2 ბრიკეტი საფუარი
- 450 გ ფქვილი, 6ს.კ ზეთი
- მარილი, 200 გ ყველი
- 2 კვერცხი, 2ჩ.კ თავშავა
- 50 გ გახეხილი სულგუნი, პილპილი
- 10 გ მწვანე უკურკო ზეთისხილი
- 100 გ მრგვლად დაჭრილი სილიამი
- პერგამენტი
მომზადება:
- საფუარი დააქუცმაცეთ და 200 მლ ნელთბილ წყალშუ გახსენით. დაუმატეთ ფქვილი, 1/4 ჩ.კ მარილი და ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ.
- შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი, თავშავა,სულგუნი, მარილი და პილპილი.ზეთისხილები ოთხად გაჭერით, სილიამი დაჭერით ზოლებად.
- გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
- საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე კიდევ ერთხელ გადაზილეთ და ოთხად გაყავით. ცომის თითოეული ნაჭერი მრგვლად გააბრტყელეთ და წაუსვით დარჩენილი ზეთი.
- ყველიანი მასა გაანაწილეთ თითოელი ცომის ნახევარზე,ზემდოან მოაწყვეთ სალიამი და ზეთისხილი.გადმოაფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და კიდეები თითის დაწოლით კარგად შეაერთეთ.
- დადეთ კალცონე საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20 წთ. გამოიღეთ და ჯერ კიდევ თბილ მიიტანეთ სუფრასთან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
დაწნული პური ყველით |