მომზადება:
1/2 ჭიქა დროჟში ჩაყარეთ 1 ს.კ პურის ფქვილი. დაასხით წყალი, კარგად გახსენით და გააჩერეთ მთელი ღამე.
მეორე დილით გათქვიფეთ 10 ც კვერცხის გული 2 ჭიქა შაქართან ერთად, ცილა ცალკე ამოიყვანეთ
გათეთრებამდე, შემდეგ ერთად აურიეთ. დაასხით დროჟი, დაუმატეთ 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა გამდნარი კარაქი,
2 წვეთი ლიმონის ზეთი ან ლიმნის ცედრა, ქიშმიში, დააყარეთ ფქვილი, რომ მიიღოთ მოთხო ცომი ისე
დაზილეთ რომ ხელზე აღარ ეკრობოდეს. შემდეგ დააფარეთ,დადეთ თბილ ადგილზე, რომ გაფუვდეს.
ვიდრე ერთი ორად მოიმატებდეს. ჩაასხით კარაქწასმულ ყალიბებში, ყალიბი 1/3 -ით უნდა შეივსოს და
დადეთ თბილ ადგილზე, დააცალეთ ამოსვლა. როცა ცოტა დააკლდება შევსებას, შედგით ღუმელში
საშუალო ტემპერატურაზე.
როდესაც გამოცხვება,პასკები გვერდზე დააწყვეთ და გვერდზე გააგორ-გამოაგორეთ, რომ არ ჩაცომდეს.
რომ გაცივდება მოაყარეთ შაქრი პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჩებურეკი სტაფილოთი |