შემადგენლობა:
- 300 გ ფქვილი
- 4ს.კ ზეთი
- მარილი.პილპილი
- 300 გ ბროკოლი
- 150 გ სტაფილო
- 150 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 1 მწვანე ხახვი
- 150 გ კარაქი
- 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
- 100 გ არაჟანი
- 150 გ გახეხილი ყველი
- 50 გ დაფხვნილი ორცხობილა
- 2ს.კ მოხალული მზესუმზირა
- ცხიმი საცხობი ფირფიტისათვის
მომზადება:
- ფქვილის, ზეთის,მარილისა და დაახლოებით 80 მლ ნელთბილი წყლისგან სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით 30 წთ.
- ბროკოლი გარეცხეთ, დაყავით პატარა კონებად,ძირები დაჭერით წვრილად.სხვა ბოსტნეული და ხახვიც გარეცხეთ და სასურველ ფორმაზე დაჭერით.
- ბოსტნეული და ხახვი მოშუშეთ 50 გ კარაქში, შეურიეთ 1ს.კ ოხრახუში,არაჟანი,ყველი,მარილი და პილპილი.დარჩენილი ოხრახუში მოშუშეთ 30 გ კარაქში.
- შტრუდელის ცომი თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ჩასი ტილოზე.მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა და ზედ ბოსტნეული გაანაწილეთ ისე, რომ ცომის ვიქრო კიდეები ცარიელი დარჩეს.მოაყარეთ გარჩეული მზესუმზირა.
- ცომის თავისუფალი კიდეები შემოკეცეთ,რომ ბოსტნეული არ გადმოიყაროს,სიგრძეზე გადაახვიეთ და დადეთ საცხობ ფირფიტაზე.დარჩენილი კარაქი გაადნეთ და ნაწილი წაუსვით შტრუდელს.აცხვეთ 40 წთ. დროდადრო გადაუსვით დარჩენილი კარაქი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
არაჟნის ღვეზელი |