Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

კვერცხისა და ხორცის ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ მაწონი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 100 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი
  • 1ჩ.კ სოდა
  • პურის ფქვილირასაც შეიზელს

შიგთავსი:

  • 400 გრ საქონლის ხორცი
  • 3-4 თავი ხახვი
  • 2 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 200 გრ კარაქი
  • 4 ც კვერცხი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ხორცი მოვხარშოთ და თავისივე ბულიონში ჩავაციოთ. კვერცხებიც მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ და ღრმა ტაფაზე, კარაქში მოვშუშოთ. ხორცი ხრცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. კვერცხებიც ასევე გავატაროთ, ოღონდ ხორცში არ ავურიოთ. ნახევრად მოშუშულ ხახვს დარჩენილი 100 გრ კარაქი დავუმატოთ. შემდეგ გატარებული ხორცის ფარში და 10 ს.კ ბულიონის წვენი ჩავამატოთ. როცა კარგად მოიშუშება, დაჭრილი მწვანილი და კვერცხი დავაყაროთ. 5 წუთის შემდეგ მარილით და პილპილით შევაზავოთ და შიგთავსი უკვე მზად არის.  პარალელურად, ცომის გაკეთებაც დავიწყოთ. მარწონი, არაჟანი, კარაქი , კვერცხები  და მარილი ერთად ავურიოთ და რბილი ცომი მოვზილოთ. დავდოთ ფქვილმოყრილ დაფაზე., გავაბრტყელოთ და 0.5 ჩ.კ სოდა მოვაყაროთ. ოთხად მოვკეცოთ, ისევ გავაბრტყელოთ და დარჩენილი ნახევარი კოვზი სოდაც მოვაყაროთ. შემდეგ ცომი ორ ნაწილად გავყოთ. რთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ზედ გამზადებული შიგთავსი მოვათავსოთ. ცომის მეორე გაბრტყელებული ნაწილი კი ზემოდან  გადავაფაროთ. ღვეზელს ოვალური ფორმა მივცეთ და ჩანგლით  დავჩხვლიტოთ. ერთი კვერცხი ავთქვფიოთ და ზემოდან გადავუსვათ. ღუმელში შევდგათ და 40 წუთში მზად  იქნება.

წაიკითხეთ სხვაც

funtushas kacunebi ფუნთუშის კაცუნები

Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>