შემადგენლობა:
- 2 ც კარტოფილი
- 400-500 გრ სოსისი, ძეხვი ან ლორი
- 200-300 გრ სოკო
- 2 ც პამიდორი
- 4-5 ღერი მწვანე ხახვი
- ნახევარი შეკვრა მაიონეზი
- 1 ც კვერცხი
- 2 ს.კ ფქვილი
- ყველი თვალი ზომით
მომზადება:
მრგვლად დაჭრილი კარტოფილები დიდ ტაფაზე ცხიმში ორივე მხრიდან შევწვათ. დავაყაროთ კუბიკებად დაჭრილი სოსისი( ან ლორი, ან ძეხვი). ზემოდან მრგვლად დაჭრილი პამიდროი და ასევე წვრიალდ დაჭრილი ხახვი დავადოთ. მაიონეზი მოვასხათ და ყველი მოვახეხოთ. ცალკე ავურიოთ წყალში გახსნილი ფქვილი და კვერცხი და ზემოდან გადავასხათ აფაში მომზადებულ მასას. ეს სითხე ქვემოთ დაიწურება და ფსკერს გაიკეთებს სიმაგრისთვის. ტაფას თავსახური დავახუროთ და 15 წუთში პიცა მზადა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ხაჭაპური ხორცით |