Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

ღვეზელი კარტოფილითა და ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გ საფუვრიანი ცომი
  • 2ს.კ ფქვილ
  • 1 თავი ხახვი
  • 5ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 300 გ ხორცის ფარში
  • 2ც კარტოფილი
  • 50 გ კარაქი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ცომს მიეცით მილის ფორმა, დაჭერით და გააბრტყელეთ 10-12 სმ დიამეტრის თხელ, მრგვალ ფირფიტებად. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. ცალკე მოშუშეთ ხორცის ფარში.

შიგთავსისათვის გათლილი კარტოფილი ხარშეთ მარილწყალში 25 წთ. ცხელივე გახეხეთ, შეურიეთ კარაქი, ხახვი და ფარში. დაუმატეთ პილპილი და მარილი.

მიღებული მასა გაანაწილეთ ცომის ნაჭრებზე, ნაპირები ადგილ-ადგილ შეაერთეთ ისე, რომ გული ჩანდეს. ღვეზელები შეწვით ზეთში ჯერ ღია, შემდეგ დახურული მხრიდან, შემდეგ კი შედგით ღუმელში გამოსაცხობად.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>