შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 1ს.კ არაჟანი
- 1 ჩ.კ შაქარი
- 2 ჩ.ჭ ფქვილი
- 2 ჩ.ჭ ღია ფერის ლუდი
- ზეთი რამდენიც დასჭირდება
- 300 გ ლორი
- 100 გ ჰოლანდიური ყველი
- დაჭრილი ოხრახუში
- 2ს.კ რძე
- 2ს.კ დაფხვნილი ორცხობილა
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ერთი კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გულ იდა არაჟანი ათქვფიეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ფქვილი, ერთი ჭიქა ლუდი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და მეორე ჭიქა ლუდი. მოამზადეთ თხელი ცომი. ბლინების ცალი მხარე დაბრაწეთ ზეთში.
ღორი და ყველი დაწერით გრძლად, შეურიეთ ოხრახუში. ცალკე ათქვიფეთ მეორე კვერცხი და დაუმატეთ რძე. ბლინების დაბრაწულ მხარეზე გაანაწილეთ ყველიანი შიგთავსი, გადაახვიეთ რულეტისებურად, ამოვალეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ დაფხვნილ ორცხობილაში და შევწვით ზეთში. სუფრასთან მიტანამდე გააცხელეთ ღუმელში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტორტუნები ბოსტნეულით |