Quantcast
Channel: ცომეული – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

ღვეზელები კვერცხით და ხაჭოთი

$
0
0

უგემრიელესი ღვეზელები კვერცხის და ხაჭოს გულსართით! 

შემადგენლობა:

ცომი:

  • 0.5 ლ წყალი
  • 25 გრ საფუარი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 3 ჭიქა ფქვილი

შიგთავსი:

  • 1 კონა კამა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 5 ც მოხარშული კვერცხი
  • 200 გრ  ხაჭო
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

თბილ წყლაში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი, მომზადებულ ცომს გადავაფროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით. შემდეგ მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა ტაფაზე დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში.

 

შიგთავსის მომზადება:

მოხარშული კვერცხი დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ ხაჭო, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ლორიანი პიცა

Viewing all articles
Browse latest Browse all 1448

Trending Articles