გემრიელი და ტკბილი ბურთულები შოკოლადით !
შემადგენლობა:
- 2 ც კვერცხი
- 2ს.კ შაქარი
- 1 ჩ.ჭ კეფირი
- 3ჩ.ჭ ხორბლის ფქვილი
- 30 გ ცომის საფხვიერებელი
- ზეთი შესაწვავად
- შაქრის პუდრა
- შოკოლადის მინანქარი
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, შეურიეთ კეფირი, ფქვილი, რომელშიც შერეულია ცომის საფხვიერებელი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სუფრის კოვზით ცომისგან გააკეთეთ ბურთულები და შეწვით ფრის შესაწვავ სპეციალურ ქვაბში. ფუნთუშები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად და მოაყრეთ შაქრის პუდრა და მოასხით
შოკოლადის მინანქარი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ორცხობილები ყველით |