შემადგენლობა:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 150 გრ მარგარინი
- 2ს.კ ზეთი
- 1 ც კვერცხი
- 500 გრ მაწონი
- 1 ჩ.კ სოდა
- 4 კონა ტარხუნა
- 2 კონა მწვანე ხახვი
- 3 ც მოხარშული კვერცხი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადება:
ფქვილს და მარგარინს ხელით ერთმანეთში ავზელთ. ზეთს დავამატებთ და გათქვეფილ კვერცხს დავასხამთ. მაწონში სოდას გავხსნით და მასაში შევურევთ. ცომს კარგად მოვზელთ და ორ ნაწილად გავყოფთ. ამავდროულად, შიგთავსს მოვამზადებთ: ტარხუნას დავჭრით, მწვანე ხახვს მოვთუშავთ, კვერცხს კი გავხეხავთ. ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ და პილპილითა და მარილით შევაზავებთ. ცივ ტაფაზე ერთ ცომს დავდებთ და ზედ გავაბრტყელებთ. მომზადებულ შიგთავსს დავადებთ და მეორე გაბრტყელებულ ცომსაც გადავაფარებთ. ზემოდან ცომს ჩანგლით დავხვრეტთ და აირღუმელში შევდგამთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
გემრიელი დონატები |