შემადგენლობა:
- 1 შეკვრა საფუარი
- 3/4 ჭიქა თბილი რძე
- 1/4 ჭიქა შაქარი
- 1/4 ჭიქა თბილი წყალი
- 1/4 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 ც კვერცხი
- 1 ს.კ მარილი
- 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
გულსართისთვის:
- 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1/4 ჭიქა შაქარი
- 1-1/2 ს.კ დარიჩინი
მომზადება:
თბილ წყალში შევურიოთ საფუარი და 1 ს.კ შაქარი, გადავდოთ ცალკე. ცალკე ჯამში მოვათავსოთ რძე, გამდნარი
კარაქი, კვერცხი , ვანილის ექსტრაქტი, შაქარი და ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ საფუარი, ფქვილი, მარილი.
კარგად ავთქვიფოთ. მიღებული ცომი, მოვათავსოთ ზეთწასმულ ჯამში, დავაფაროთ კულინარიული პარკი
და გავაჩეროთ 2სთ. ცომი რომ ამოფუვდება. გადმოვიტანოთ ფქვილიან ზედაპირზე, გავაბრტყელოთ.
წავუსვათ გამდნარი კარაქი, შემდეგ მოვაყაროთ ყავისფერი შაქრის, შაქრის და დარიჩინის ნაზავი. გადავახვიოთ
რულეტისებურად. დავჭრათ და დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოკოს პიცა |