შემადგენლობა:
- 4 ნაჭერი პური
- 80 გ კარაქი
- 100 გ მაგარი ყველი
- 2 ს.კ მაიონეზი
- 1 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
- 1 ც პომიდორი
- 1/4 ც კიტრი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
პურის ნაჭრებს მოაცალეთ ქერქი და დაბრაწეთ კარაქში. ყელი გახეხეთ მსხვილად,შეურიეთ მაიონეზი და ოხრახუში. პურის ნაჭრებს წაუსვით ყველიანი მასა. ზემოდან მოათავსეთ პომიდვრისა და კიტრის თხელი ნაჭრები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოკოს ღვეზელი |