შემადგენლობა:
- 100 გრ მოხარშული ლორი
- 1 კონა რეჰანი
ცომისთვის:
- 300 რ ფქვილი
- 2 ც კკვერცხი
- მარილი-გემოვნებით
სოუსისთვის:
- 2 ს.კ კარაქი
- 2 ს.კ ფქვილი
- ნახევარი ლიტრი რძე
- მარილი,მუსკატის კაკალი-გემოვნებით
მომზადება:
მოვამზადოთ სოუსი: გამნდარ კარაქს დავამატოთ ფქვილი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ და
დავასხათ რძე. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთი გასქელებამდე. მოვაყაროთ
წვრილად დაჭრილი რეჰანი, მარილი და მუსკატის კაკალი და დავაბლენდეროთ. ფქვილს
დავუმატოთ კვერცხი და მარილი. მოვზილოთ ელასტიური ცომი. შევფუთოთ ჭურჭლის ტილოში
და გავაჩეროთ 20 წთ. გავაბრტყელოთ და დავჭრათ 4 ტოლ ნაწილად. 3 ლიტრ მარილიან
ადუღებულ წყალში მოვხარშოთ ცომები 2-2 წუთი, გადავავლოთ ცივი წყალი და გავშალოთ
განიერ თეფშზე. ლაზანიას ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვასხათ სოუსი, დავაფინოთ ცომი,
დავაწყოთ ლორის თხლად დაჭრილი ნაჭრბი, მდნარი ყველი ასე გავიმეოროთ სამჯერ.
შევდგათ ლაზანია 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 25-30 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოსისი ლავაშში |