შემადგენლობა:
- 1 კგ კარტოფილი
- 200 გ კარაქი
- 300 გ პურის ფქვილი
- 1/5 ჩ.კ სასმელი სოდა
- 2 ჩ.ჭ მაწონი
- 6 ც კვერცხი
- 1 ჩ.ჭ არაჟანი
- 100 გ შაქარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში. დავუმატოთ თეთრი ფქვილი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გული, მარილი, სოდა და ბოლოს ამავე კვერცხების მაგრად ათქვეფილი ცილა. როცა შევამჩნევთ, რომ ცომი ამოდის, დავიწყოთ ბლინების ცხობა. ამ ბლინებთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კააქი ან არაჟანი შაქრით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბლინები ყველით |