შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 2.5 ჭიქა ფქვილი
- ნახევარი ჭიქა წყალი
- 10 გრ საფუარი
- 1 ჩ.კ შაქარი
- მარილი-გემოვნებით
გულსართისთვის:
- 450 გრ საქონლის ხორცი
- 1 თავი ხახვი
- ნახევარი ჭიქა წყალი
- 3 ს.კ ქონი
- შავი პილპილი, მარილი-გემოვენბით
- 20 გრ ზეთი
მომზადება:
საფუარით, ფქვილით და წყლით მოვზილოთ ცომი. გავაჩეროთ რამდენიმე საათი სითბოში, რომ ამოვიდეს.
ხორცი გავააროთ ხორცსაკეპ მანქნაში ხახვთან და ქონთან ერთად. მოვაყაროთ მარილი,პილპილი,დავასხათ
ცოტაოდენი წყალი და ყველაფერი კარგად ავურიოთ, ცომი დავჭრათ თანაბად ნაჭრებად, გავაბრტყელოთ,
ჩავდოთ ხორცის ფარში და გვერდები შემოვუკეცოთ. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი და შევწვათ ხორციანი
ღვეზელები ყველა მხრიდან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ყველის კონვერტები გარგარით |